ფეხბურთი

1:10 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ხეტაფემ” ორი მოთამაშე დაიმატა

ლა ლიგაში დაბრუნებულმა “ხეტაფემ” უკანასკნელი 48 საათის განმალობაში ორი ტრანსფერი განახორციელა. მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” მარკელ ბერგარა და ფაიჩელ ფაჟრი ითამაშებენ.

“ხეტაფემ” 31 წლის ბერგარა “სოსიედადიდან” ერთი სეზონით ინათხოვრა, ხოლო 28 წლის ფაჟრი “დეპორტივოდან” ორი სეზონით გაიფორმა.

ცნობისთვის, ბერგარა ჩამშლელი ნახევარმცველია, ხოლო ფაჟრი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120029