ჭადრაკი

19:30 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე ჭადრაკის საერთაშორისო დღეზე აღინიშნა

20 ივლისს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საახლეში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება 1992 წელს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში შემდეგი შემადგენლობით მოიპოვა - მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ნანა ალექსანდრია.

ჭადრაკის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სახელოვან ქართველ მოჭადრაკეებს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები გადასცეს.

ტიტულოვან მოჭადრაკეებთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ასევე ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი მოჭადრაკეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:„მსურს ჭადრაკის ყველა მოყვარულს მივულოცო ჭადრაკის საერთაშორისო დღე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭადრაკი ჩვენთვის ნამდვილად ეროვნული სახეობაა, ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მოჭადრაკეების წარმატებებით, განსაკუთრებით კი საჭადრაკო ოლიმპიადებზე 90-იან წლებში მოპოვებულ გამარჯვებებს გამოვარჩევდი.

ეს მართლაც უმძიმესი წლები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ვიმკვიდრებდით დამოუკიდებლობას და ამ რთულ პერიოდში ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა მართლაც ისტორიულ შედეგს მიაღწიეს, როდესაც ზედიზედ სამჯერ შეძლეს საჭადრაკო ოლიმპიადის მოგება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მივულოცავ მათ პირველი გამარჯვების 25 წლისთავს."

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126788