ფეხბურთი

22:15 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა დიდი ალბათობით მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, 33 წლის მოთამაშე ხელშეკრულებას არ განაახლებს, მიმდინარე კონტრაქტი კი მას “ბარსასთან” 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს.

ანდრეს ინიესტას დებიუტი კატალონიურ გრანდში 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბრუგესთან” დაპირისპირებისას შედგა.

0.11469