სხვა

17:23 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო სუარესი: ესპანეთი ფავორიტებში იქნება!
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 19 დღე

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 19 დღე დარჩა. დღეს წარმოგიდგენთ D ჯგუფისა და მთელი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ესპანეთის ნაკრებს. სპორტის ბურთიან სახეობებში ესპანეთი მუდამ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იყო და არის. ასეა ხელბურთის შემთხვევაშიც. პირენეელებს საკმაოდ ძლიერი სკოლა და ტრადიციები აქვთ.

ესპანეთის 19-წლამდელთ ნაკრები, 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და იქ დანისთან დამარცხდა. ბუნებრივია, ისინი თბილისშიც მაღალ მიზნებს ისახავენ და სრულიად დამსახურებულად ითვლებიან ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად.

გთავაზობთ ინტერვიუს ესპანეთის ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელთან ალბერტო სუარესთან, რომელსაც იქაური ხელბურთის ფედერაციის დახმარებით დავუკავშირდით.

- ბატონო სუარეს, როგორ აფასებთ თქვენი გუნდის შანსებს თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე?

- ბოლო წლებია, ესპანეთი ყველა ტურნირზე მხოლოდ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. ჩვენ სურვილებსა და ოცნებებში შეზღუდულები არ ვართ. პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. უპირველესად გვსურს მაყურებელს ლამაზი ხელბურთი ვაჩვენოთ.

- ქართული ხელბურთის შესახებ ან საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე რა ინფორმაცია გაქვთ?

- სიმართლე გითხრათ თქვენს ჭაბუკთა ნაკრებზე არანაირი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ახლახანს ბულგარეთში IHF-ის განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატზე ითამაშეთ. უცებ ვინც მახსენდება ქართველი ხელბურთელი ალექსანდრე ლობჟანიძეა, რომელიც 2000-2001 წლებში ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობდა პან მოგუელის და პუენტე გენილის მხარდამხარ.

- თქვენი ჯგუფით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- თანაბარი ძალის ქვეყნებია თავმოყრილი და ვფიქრობ მატჩების ანგარიშებში დიდი სხვაობა არ იქნება.

- როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?

- მოსამზადებელი პერიოდი 28 ივნისს დავიწყეთ და 3 ეტაპად დავყავით. პირველი ფაზა იქნება შეკრება და ამხანაგური მატჩი ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ. მეორე ეტაპზე მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო ტურნირზე რუმინეთში. ბოლოს კი კვლავ შეკრებას მოვაწყობთ და საქართველოში გამოვემგზავრებით, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რომელიმე გუნდს ამხანაგურად გავეჯიბრებით.

- დაბოლოს, ვის თვლით მსოფლიოს ჩემპიონატის 3 უმთავრეს ფავორიტად?

- რთულია 3 ტოპ გუნდის გამოყოფა, მაგრამ ვფიქრობ ესპანეთის ნაკრები ამ სამეულში აუცილებლად უნდა მოიაზრებოდეს.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მცირე დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 სერბეთი-მექსიკა 16:00 სლოვენია-ტუნისი 19:00 ესპანეთი-რუსეთი

9 აგვისტო: 16:00 ტუნისი-ესპანეთი 18:00 მექსიკა-სლოვენია 20:00 რუსეთი-სერბეთი

11 აგვისტო: 10:00 სლოვენია-რუსეთი 12:00 ესპანეთი-სერბეთი 14:00 ტუნისი-მექსიკა

12 აგვისტო: 16:00 ესპანეთი-მექსიკა 18:00 სერბეთი-სლოვენია 20:00 რუსეთი-ტუნისი

14 აგვისტო: 10:00 რუსეთი-მექსიკა 12:00 სერბეთი-ტუნისი 14:00 სლოვენია-ესპანეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

17 აგვისტო. მეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

20 აგვისტო, ფინალები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111879