თამაშგარე

13:58 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანავაროს ავტობიოგრაფიულ წიგნს ცოლი დაუწერს

ლეგენდარულ იტალიელ მცველს, 2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთი მუნდიალის ერთ-ერთ გმირს - ფაბიო კანავაროს ხუთ წელზე მეტია, საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მოუცლელობისა და მთელი რიგი გარემოებების გამო ამას თავი ვერა და ვერ მოაბა.

ფაბიოს ცოლი, დანიელა კანავარო დიდი ხნის მანძილზე უყურებდა ქმრის განცდას ავტობიოგრაფიული წიგნის დაუწერლობის გამო, ბოლოს მოთმინების ფიალა ამოეწურა და გადაწყვიტა ფაბიო კანავაროს ნაცვლად, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ავტობიოგრაფიული წიგნი თავად დაწეროს.

როგორც აპენინის ბულვარული პრესა გვამცნობს, თავიდან კანავარო მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ცოლის სურვილს, მაგრამ ბოლოს როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და დანიელა ახლა დიდ გაწამაწიასა და კალმის წრიპინშია. როგორც ამბობენ, ეს წიგნი მზის სინათლეს მომავალი წლის თებერვალში იხილავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11515