კალათბურთი

16:35 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯინობილი კიდევ ერთი წელი ითამაშებს

39 წლის ემანუელ ჯინობილი “სან ანტონიოში” კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას თვითონ კალათბურთელი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს. მანუ კარიერაში ნბა-ს მე-16 სეზონს ჩაატარებს.

განვლილ სეზონში არგენტინელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.5 ქულას და 2.7 პასს აკეთებდა.

ჯინობილი “სან ანტონიოში” 2002 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად 4-ჯერ ნბა-ს ჩემპიონი გახდა (2003, 2005, 2007, 2014)

0.117124