ფეხბურთი

13:30 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: 10 გამორჩეულს შორის ქართველიც მოხვდა

უეფა-ს ოფიციალურ ვეგვერდზე აწ დასრულებულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის შესახებ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. აღნიშნულ წერილში საუბარია 10 ფეხბურთელზე, რომელმაც ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს და მომავალში საფეხბურთო სამყაროს მათდამი ყურადღებით უნდა განწყობილი.

ხსენებული 10 ფეხბურთელიდან ერთი ქართველია – გიორგი არაბიძე. აი, რას წერს უეფა-ს ვეგვერდი გიორგის შესახებ:

“საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს, მაგრამ “შახტარის” ფორვარდმა ყურადღება გასაოცარი დრიბლინგით მიიქცია. მაშინ, როდესაც საქართველო ჩეხეთთან მარცხდებოდა, კარის მიმართულებით არაბიძემ რვაკერ დაარტყა”.

გიორგი არაბიძის გარდა შემდეგი ფეხბურთელები გამოარჩიეს:

ეტიენ ამენიდო (გერმანია), ჯასტინ ბილოუ (ჰოლანდია), დიოგო დალო (პორტუგალია), ვიქტორ გიოკერესი (შვედეთი), მეისონ მოუნტი (ინგლისი), რუი პედრუ (პორტუგალია), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ანდრეი შაშინკა (ჩეხეთი), რაიან სესენიონი (ინგლისი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134973