ფეხბურთი

0:56 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “მზად ვარ “მანჩესტერში” 15 წელი დავრჩე”

“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი მზადაა კლუბში 15 წლის განმავლობაში დარჩეს. ამის შესახებ მან ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ყველაფერი მის მიერ ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული.

“მზად ვარ “მანჩესტერში” დავრჩე მომდევნო 15 წლის განმავლობაში. რატომაც არა? – რთული ბარიერების დასაძლევად ძალა შემწევს. დიდი გუნდში მუშაობა რთულია, რადგან წნეხი ყოველთვის მაღალია, ყველა გამარჯვებას ითხოვს, თუმცა ტურნირს ერთი გამარჯვებული ჰყავს და შესაბამისად, წარმატების მიღწევა ყოველთვის ძნელია.

შეიძლება გაგაღმერთონ თუ ერთ სეზონში ტიტულს მოიგებ, მაგრამ მეორე წელს წარუმატებლობის შემთხვევაში გაგათავისუფლონ. ეს მე “ჩელსიში” გადამხდა, რანიერის “ლესტერში” და ბევრი სხვა მაგალითიც არსებობს. ალექს ფერგიუსონის კარიერა ერთადერთია და მჯერა, მისი გამეორება შეუძლებელია. არავის შეუძლია ასე დიდ ხანს დარჩეს ერთ გუნდში, ერთ ჩემპიონატში. ვფიქრობ, არსენ ვენგერი ბოლოა, ვისი პარალელის გავლება ამ შეთხვევაში შეგვიძლია”, - უთხრა ESPN-ს მოურინიომ.

ჟოზე მოურინიო “მანჩესტერს” ერთი წლის წინ ჩაუდგა სათავეში და პირველსავე სეზონში “წითელ ეშმაკებს” ევროპა ლიგა მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114041