ფეხბურთი

0:30 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" მარფით გაძლიერდა

"ნორვიჩის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ჯეიკობ მარფი კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "კაჭკაჭების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა 22 წლის ინგლისელმა.

მარფი "ნორვიჩის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და უკვე 6 გუნდში მოასწრო იჯარის წესით თამაში. გასულ სეზონში ინგლისელმა ჩემპიონშიფში 37 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ასევე ჯეიკობი მიმდინარე წელს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა და გუნდს ნახევარფინალამდე მისვლაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108964