ფეხბურთი

23:55 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და "ჰალის" მცველი ენდრიუ რობერტსონი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ს სანდო წყარომ აცნობა, 23 წლის ფეხბურთელი 20 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მცველის ტრანსფერი "მერსისაიდელებს" 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ.

რობერტსონი "ვეფხვების" რიგებს 2014 წელს "დანდი იუნაიტედიდან" შეუერთდა და სამ სეზონში ჩატარებულ 115 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

0.114316