ფეხბურთი

13:30 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” მორატაში” 85 მილიონს იხდის

“მილანმა” “რეალს” 24 წლის ესპანელ შემტევში, ალვარო მორატაში 85 მილიონ ევრო შესთავაზა, აღნიშნულ ინფორმაციას Football-espana ავრცელებს. წყაროს ცნობით, მადრიდელები აღნიშნულ შემოთავაზებას არ დათანხმდნენ და 90 მილიონი ევრო მოითხოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით მორატას შეძენა ასევე “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.

მორატამ განვლილ სეზონში “რეალის” მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, 43 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115502