ფეხბურთი

12:23 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაცია რეგიონებში

„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ 2017 წლის 9 ივლისიდან მართავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები, ასევე, სოფლის რწმუნებულები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაცია მიზნად ისახავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პოპულარიზაციას და მონაწილე გუნდებისათვის ჩემპიონატის დებულებისა და მონაწილეობის წესების გაცნობას, ასევე, დამატებით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ასოციაციის წარმომადგენლებმა, აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, 15-19 ივლისს შეხვედრები გამართეს დასავლეთ საქართველოს ზონის რეგიონებში, კერძოდ:

15 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 4

15 ივლისი - იმერეთი - მონაწილე გუნდების რაოდენობა 7.

16 ივლისი - სამეგრელო - მონაწილე გუნდების რაოდენობა: ჩრდილოეთ ზონა 5 გუნდი, სამხრეთ ზონა - 6.

17 ივლისი - აჭარა - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6.

18 ივლისი - გურია - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6.

„მოყვარულთა თასი 2017“ იყოფა ორ ზონად: აღმოსავლეთი - 7 მუნიციპალური ლიგა და დასავლეთი - 6 მუნიციპალური ლიგა. ლიგების საუკეთესო გუნდები - 16 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპზე.

რეგიონალური ეტაპი სტარტს აიღებს 2017 წლის 22 ივლისიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.177984