ფეხბურთი

20:53 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰარტი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში მყოფი მეკარე ჯო ჰარტი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰარტი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და მანჩესტერულ კლუბში ესპანელი სპეციალისტის მისვლის შემდეგ ჯოს გუნდიდან წასვლა მოუწია. გასულ სეზონში ინგლისის ნაკრების პირველი ნომერი "ტორინოში" იყო განათხოვრებული და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 62 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11077