ფეხბურთი

17:20 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ ამერიკულ ტურნეს გამოეთიშა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჟერარდ დეულოფეუ ამერიკულ ტურნეს გამოტოვებს. როგორც “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, ესპანელს კუნთების პრობლემები აქვს.

“დეულოფეუს კუნთების პრობლემა აქვს, ვფიქრობ დასვენება მისთვის სასარგებლო იქნება და სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგვეხმარება”, - ატქვა ვალვერდემ.

23 წლის მოთამაშე 2 წლის შემდეგ “ბარსელონაში” დაბრუნდა, ამ შუალედში კი “ევერტონსა” და “მილანში” ირჯებოდა.

გასულ სეზონში დეულოფეუმ 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი, ასევე 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122925