დღეს იტალიური მედია ააჭრელა ფოტომ, რომელზეც ტურინის” იუვენტუსის” ახალი შენაძენი დუგლაშ კოსტა და “ბებერი ქალბატონის” რიგითი გულშემატკივარია, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს აწ უკვე იუვეს ყოფილ ფეხბურთელს ლეონარდო ბონუჩის.
როგორც ჩანს ტურინელები იმდენად ვერ შეეჩვივნენ, რომ ბონუჩი კონკურენტ გუნდში გადავიდა, სოციალური ქსელები ააჭრელეს სტატუსებით, სადაც ამბობენ “რა თავმდაბალია ბონუჩი, ის კოშტასთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდაო”.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იტალიელი მოთამაშე “მილანის” ფეხბურთელი გახდა.