ფეხბურთი

23:10 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინომ” ესპანელი ნახევარმცველი დაიმატა

“ტორინომ” ესპანელი ნახევარმცველი ალექს ბერენგერი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ოსასუნამ” 5.5 მილიონი ევრო მიიღო და ამ თანხას ბონუსის სახით შესაძლოა, კიდევ ერთი მილიონი დაემატოს.

ბერენგერმა გასულ სეზონში ნავარული კლუბის მაისური 31-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114986