სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

20:44 | 17.07.2017 | ნანახია 1448 - ჯერ

ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში სლოვენიაში

სლოვენიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან მგზავრობის შემდეგ ეს გახლდათ ეგრედ წოდებული აღდგენითი ვარჯიში, რომელზეც მოთამაშეებს ძირითადად კუნთების ტონუსში მოყვანა და მოთელვები დაევალათ.

ვარჯიშის დაწყებამდე, საღამოს შეუერთდა ნაკრებს თორნიკე შენგელია, რომელიც სლოვენიაში ესპანეთიდან ჩავიდა. „ბასკონიას“ ქართველმა ფორვარდმა მწვრთნელები და მოთამაშეები მოინახულა, ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე მიმდინარე პროცესებში არ ჩაბმულა. შენგელია, ისევე როგორც ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ბექა ბურჯანაძე თავდაპირველად ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

ილიას ზუროსმა პირველად ნახა ვარჯიშში ნაკრების ახალწვეული ილია ლონდარიძე, ასევე „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში გამოძახებული მოთამაშეები - ნოდარ გოგოძე და გიორგი გამყრელიძე. ვარჯიშის დაწყებამდე და დასასრულს მთავარი მწვრთნელი კალათბურთელებს მოკლედ გაესაუბრა და აუხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდი ელით წინ.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.105668