ფეხბურთი

13:00 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “რეალი” დანილოს ფასზე ფიქრობენ

მადრიდის რეალის ბრაზილიელი მცველი, დანილო ლუის და სილვა ლონდონის “ჩელსს” შეუთანხმდა, თუმცა ჯერი ფინანსურ მხარეზე მიდგა და კლუბები 31 წლის ფასზე მსჯელობენ.

ბრაზილიელისადმი ინტერესს “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დიდი ხანია იჩენდა და ამ ტრანსფერით შეეცდება “ლურჯების” მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს.

თავად ფეხბურთელს “ჩელსიში” გადასვლა სურს, რადგან მას მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.

აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბი” დანილოს პოზიციაზე უკვე რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს.

დანილომ გასულ სეზონს “რეალის” შემადგენლობაში, ყველა ჩემპიონატის გათვაისწინებით 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111857