თამაშგარე

13:30 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეხმსუბუქა ქალბატონ დარეჯანის ამბავი

ფეხბურთი რომ ბოლო წლებში “ფეშენ” თემა გახდა და სპორტის ეს სახეობა ქალთა სიკეკლუცეს რომ გადაენასკვა - ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ, ეს ტენდენცია საქართველოში და კერძოდ შიდა ქართლშიც თუ ჰპოვებდა გაგრძელებას - ამას ყოვლისმხილველი ჩვენი მკითხველებიც კი ალბათ ძალიან ძნელად წარმოიდგენდნენ.

ამ რამდენიმე დღის წინ, ქართლის ერთ-ერთ ხეობაში სოფლებს შორის სახალისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართა და გამარჯვებულმა გუნდმა პრიზად ტრადიციული ცხვარისა და 20 ლიტრიანი ღვინის გარდა, არც მეტი, არც ნაკლები, ადგილობრივი ფეხმსუბუქა ქალის, ქალბატონი დარეჯანის მომსახურებაც მიიღო.

როგორც ჩანს, მის დარეჯანმა შეიტყო, ცნობილი ლამაზამანები საკუთარ თავს გამარჯვებული გუნდების ფეხბურთელებს ხშირად სთავაზობენო და გადაწყვიტა ეს ტენდენცია მშობლიურ მხარეშიც დაენერგა. ჰოდა, ერთ რამედ ღირდა იმის ცქერა, ფეხბურთის თამაშით დაღლილი გამარჯვებული ბიჭ-ბუჭობა როგორი დაწმენდილი თვალებით გამოდიოდა ქალბატონი დარეჯანის აპარტამენტებიდან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ ნამდვილად იმსახურებს სენიორა დარეჯანი, რომ ქართული ფეხბურთის ლარისა რიკელმე ვუწოდით და მუდმივი მხნეობა ვუსურვოთ! მრავალჟამიერ!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116318