ჩოგბურთი

16:25 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პლისკოვა პირველია, მუგურუსა მეხუთე 

დღეიდან ოფიციალურად მსოფლიოს ქალთა ჩოგბურთს ახალი ნომერ პირველი ჩოგბურთელი ყავს. 25 წლის ჩეხი კაროლინა პლისკოვა 23 ჩოგბურთელია, ვინც ისტორიაში WTA-ის რეიტინგის სათავეში მოექცა. უიმბლდონზე ისე მოხდა, რომ კერბერმა მერვედფინალში წააგო, ხოლო ჰალეპმა 1/4-ფინალში, აქედან გამომდინარე დასაცავი ქულები დაკარგეს და პირველ ადგილზე პლისკოვა გადავიდა. უიმბლდნის ჩემპიონმა გარბინიე მუგურუსას 10 ადგილით წინ გადაინაცვლა და მეხუთე პოზიციაზეა.

გთავაზობთ WTA-ის განახლებულ რეიტინგს 17 ივლისისთვის:

  1. კაროლინა პლისკოვა – 6855 ქულა
  2. სიმონა ჰალეპი – 6670
  3. ანგელიკა კერბერი – 5975
  4. იოჰანა კონტა – 5110
  5. გარბინიე მუგურუსა – 4990
  6. ელინა სვიტოლინა – 4935
  7. კაროლინა ვოზნიაცკი – 4780
  8. სვეტლანა კუზნეცოვა – 4500
  9. ვინუს უილიამსი – 4461
  10. აგნეშკა რადვანსკა – 3985

0.114673