სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:55 | 17.07.2017 | ნანახია 702 - ჯერ

17 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: ბრაზილია-იტალია 0:0; პენალტებით ბრაზილიელებმა 3:2 მოიგეს. მატჩის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმები გაიტანეს რომარიომ, ბრანკომ, დუნგამ (ბრაზილია) და ალბერტინიმ და ევანმა (იტალია). თერთმეტმეტრიანები ვერ გაიტანეს მარსიო სანტუშმა (ბრაზილია) და ბარეზიმ, მასარომ და რობერტო ბაჯომ (იტალია). ბრაზილია (ნაკრებს კარლოს ალბერტო პარეირა წვრთნიდა): ტაფარელი, ჟორჟინიო (კაფუ), მარსიო სანტუში, ალდაირი, ბრანკო, მაზინიო, ზინიო (ვიოლა), მაურო სილვა, დუნგა, რომარიო, ბებეტო. იტალია (ნაკრებს არიგო საკი წვრთნიდა): პალიუკა, მუსი (აპოლონი), ბარეზი, ბენარივო, მალდინი, ბერტი, დ. ბაჯო (ევანი), ალბერტინი, დონადონი, რ. ბაჯო, მასარო. ლოს ანჯელესის “როუზ ბოულზე” მატჩს 94 194 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას უნგრელი არბიტრი შანდორ პული სჯიდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1921. "ბარსელონას" დამაარსებელი, ხუან გამპერი მეოთხედ გახდა კლუბის პრეზიდენტი.

1926. ფინეთის მძლეოსანთა ნაკრებმა (მის რიგებში ლეგენდარული სტაიერი პაავო ნურმიც გამოდიოდა) 1500 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (16:11.4).

1930. ურუგვაის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ბოლივია-იუგოსლავია 0:4; პარაგვაი-აშშ 0:3.

1930. პარაგვაისა და აშშ-ის სამუნდიალე მატჩში ამერიკელმა ფორვარდმა ბერტ პეიტინაუდმა 10-ე, 15-ე და 50-ე წუთებზე სამი გოლი გაიტანა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1954. ფორმულა-1-ის სილვერსტოუნის (დიდი ბრიტანეთი) გრან პრი არგენტინელმა ხოსე გონსალესმა (“ფერარი”) მოიგო.

1963. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ტელსტარი”.

1964. დონ კემპბელმა ტურბო-ძრავის ავტომობილით სიჩქარის რეკორდი დაამყარა (690,91 კმ/სთ).

1966. ინგლისის მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: უნგრეთი-ბრაზილია 3:1.

1966. ჯიმ რუინმა ერთი მილი სარეკორდო დროში გაირბინა (3:51,3).

1971. ფორმულა-1-ის სილვერსტოუნის (დიდი ბრიტანეთი) გრანპრი შოტლანდიელმა ჯეკ სტიუარტმა (“ტირელი”) მოიგო.

1976. მონრეალში სტარტი აიღო თანამედროვეობის ოცდამეერთე ოლიმპიურმა თამაშებმა. მასში მონაწილეობა მიიღო 92 ქვეყნის 6043-მა სპორტსმენმა. ქართველმა ათლეტებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. პირველობა არავის დაუთმეს ლევან თედიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვიქტორ სანეევმა (სამმაგი ხტომა) და ალექსანდრე ანპილოგოვმა (ხელბურთი).

1986. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ენდი როქსბურგი დანიშნა.

1989. ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა “კოპა ამერიკის” ფინალში, რომელიც “მარაკანას” სტადიონზე შედგა, ურუგვაის ნაკრები დაამარცხა (1:0) და 1970 წლის შემდეგ, პირველად მოიპოვა ეს ტიტული.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი: ბრაზილია-იტალია 0:0; პენალტებით ბრაზილიელებმა 3:2 მოიგეს. მატჩის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმები გაიტანეს რომარიომ, ბრანკომ, დუნგამ (ბრაზილია) და ალბერტინიმ და ევანმა (იტალია). თერთმეტმეტრიანები ვერ გაიტანეს მარსიო სანტუშმა (ბრაზილია) და ბარეზიმ, მასარომ და რობერტო ბაჯომ (იტალია). ბრაზილია (ნაკრებს კარლოს ალბერტო პარეირა წვრთნიდა): ტაფარელი, ჟორჟინიო (კაფუ), მარსიო სანტუში, ალდაირი, ბრანკო, მაზინიო, ზინიო (ვიოლა), მაურო სილვა, დუნგა, რომარიო, ბებეტო. იტალია (ნაკრებს არიგო საკი წვრთნიდა): პალიუკა, მუსი (აპოლონი), ბარეზი, ბენარივო, მალდინი, ბერტი, დ. ბაჯო (ევანი), ალბერტინი, დონადონი, რ. ბაჯო, მასარო. ლოს ანჯელესის “როუზ ბოულზე” მატჩს 94 194 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას უნგრელი არბიტრი შანდორ პული სჯიდა.

1995. ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, შტეფი გრაფმა სამშობლოდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. ამისი მიზეზი გრაფისადმი გადასახადების თავიდან აცილების თაობაზე წაყენებული ბრალდება გახლდათ.

1996. უეფას თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგის “გრევენმახერს” მოუგო (4:0). გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა გოგიჩაიშვილმა და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს.

1997. “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა გუნდის კაპიტნად ირლანდიელი როი კინი დანიშნა.

1998. გლაზგოს “რეინჯერსმა” შოტლანდიურ საფეხბურთო-სატრანსფერო ბაზარზე რეკორდი დაამყარა. “გლაზგოელმა პროტესტანტებმა” 5.5 მილიონ გირვანქად ფლორენციის “ფიორენტინისგან” Aნდრეი კანჩელსკი იყიდეს.

1998. “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელებად ჟერარ ულიე და როი ევანსი დაინიშნენ.

2006. კოლუმბიის პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ფიფაში სათანადო განაცხადს შეიტანდა.

2008. უეფას თასის საკვალიფიკაციო მატჩში “ზესტაფონმა” უნგრულ “დიორ ეტოსთან” 1:1 ითამაშა, “ვიტ ჯორჯია” კი სლოვაკიაში, ტრნავის “სპარტაკს” 2:2 დაუზავდა.

2010. იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად “ფიორენტინას” ყოფილი დამრიგებელი ჩეზარე პრანდელი დაინიშნა. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1912. პალ კოვაჩი. უნგრელი მოფარიკავე. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში.

1915. დოროთი პოინტ-ჰილი. ამერიკელი წყალში მხტომელი. კოშკურიდან ხტომაში 1932 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1918. გივი ახვლედიანი. ქართველი ფრენბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის “ნაუკასა” და “ლოკომოტივში,” მოსკოვის ცსკა-ში. საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1952 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. წვრთნიდა სსრკ-ს მამაკაცთა და ქალთა ნაკრებებს. განსაკუთრებული წარმატებით ქალთა ნაკრებთან იმუშავა. ახვლედიანის ხელმძღვანელობით, საბჭოთა გუნდი ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში დაუმარცხებლად ასპარეზობდა. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში. ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი. გივი ახვლედიანი 2003 წელს გარდაიცვალა.

1920. ხუან ანტონიო სამარანჩი. ესპანელი დიპლომატი. 1980-2001 წლებში იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

1920. რუდოლფ კარპატი. უნგრელი მოფარიკავე. ხმლით ფარიკაობაში მელბურნის 1956 და რომის 1960 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1939. ვალერი ვორონინი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ნახევარმცველი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. “ფრანს ფუტბოლის” ყოველწლიური გამოკითხვის შედეგად ორჯერ მოხვდა კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1960, 1965) და თასის მფლობელი (1960). საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 219 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. 1964 და 1965 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. ვალერი ვორონინი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა.

1944. კარლოს ალბერტო ტორესი. 1960-70-იან წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი იყო. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 54 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. სან პაულოსა და აშშ-ის სამგზის ჩემპიონი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა და იყო აზერბაიჯანის ნაკრების დამრიგებელიც.

1945. ვლადიმერ ანდრეევი. საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას მეფარე (215 სმ). 1967 წელს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა (გამარჯვებულთა შორის ზურაბ საკანდელიძეც იყო). ანდრეევი ევროპის სამგზის და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია.

1960. იან ვოუტერსი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის,” მიუნხენის “ბაიერნის” და პსვ-ს ფეხბურთელი. ნაკრებში ჩატარებული აქვს 70 მატჩი. 1998 წლის ევროპის ჩემპიონი. წვრთნიდა “აიაქსს”.

1972. ერიკ უილიამსი. “ნიუ ჯერსი ნეთსის” ფორვარდი (203 სმ).

1972. იაპ სტამი. ჰოლანდიის ნაკრების, “ზვოლეს,” “ვილემ 2”-ის პსვ-ს, “მანჩესტერ იუნაიტედის,” “ლაციოს,” “მილანისა” და “აიაქსის” ფეხბურთელი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 67 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში 1999 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი, საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების მფლობელი. იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი. ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1997 წელს დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად.

ამ დღეს გარდაიცვალა

1994. ჟან ბოროტრა. ჩოგბურთელი, რომელსაც “მფრინავ ბასკს” უწოდებდნენ და ესპანეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასი აქვს მოგებული. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.086257