კალათბურთი

23:59 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აცნობა.

სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას NBA-ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა. ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

ინფორმაციის წყარო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111317