ფეხბურთი

23:25 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სელტამ” სლოვაკი ნახევარმცველი დაიმატა

ვიგოს “სელტამ” სლოვაკი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა დაიმატა. გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი “ესტადიო ბალაიდოსზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

სტანისლავი დანიური “ნორდსიელანდის” ღირსებას იცავდა, რომელმაც სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

ლობოტკამ გასულ სეზონში დანიური კლუბის მაისური 36-ჯერ მოირგო და 7 საგოლე პასი გააკეთა. ის 2013-2017 წლებში სლოვაკეთის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მთავარ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114884