ფეხბურთი

22:00 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს და “ჩელსის” გზები შესაძლოა გაიყაროს

ლონდონის “ჩელსიში” ანტონიო კონტე თავს ბედნიერად არ გრძნობს. გამოცემა თჰე შუნ-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი ძალზე უკმაყოფილია სატრანსფერო პოლიტიკით და არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს.

კონტეს არ აკმაყოფილებს ტიემუ ბაკაიოკოს, ანტონიო რუდიგერისა და ვილი კაბალიეროს ტრანსფერები. მისი სურვილი იყო რომელუ ლუკაკუსა და ლეონარდო ბონუჩის თავის რიგებში ხილვა, მაგრამ ორივე ფეხბურთელი სხვა გუნდში გადავიდა. “ჩელსის” “იუვენტუსმა” უარი ალექს სანდროსა და გონსალო იგუაინის შესახებაც უთხრა. ამის გამო კი, კონტე ძალზე გაცხარებულა.

აღსანიშნავია, რომ ანტონიომ 2014 წლის ივლისში, სწორედ მიუღებელი სატრანსფერო პოლიტიკის გამო დატოვა “იუვენტუსი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114628