სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

16:22 | 16.07.2017 | ნანახია 1230 - ჯერ

ისლანდია თბილისში იმედიანად მოდის
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 23 დღე

საქართველოს ცხელი სპორტული ზაფხული დაუდგა, რომლის გვირგვინიც 8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დანიშნული მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატია ხელბურთში.

აგვისტოში საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ოცდასამი 19- წლამდელთა სახელბურთო ნაკრები ეწვევა, ხოლო ოცდამეოთხე მასპინძელი, საქართველოს გუნდი იქნება.

10 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ-ბინაში შედგა ტურნირის წილისყრა, რომლის შედეგადაც ჩვენი გუნდი B ჯგუფში - გერმანიის, ისლანდიის, ალჟირის, იაპონიისა და ჩილეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს B ჯგუფის ერთ-ერთი ბინადრის, ისლანდიის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ბარნი ფრიტცონთან, რომელსაც იქაური ხელბურთის ფედერაციის დახმარებით დავუკავშირდით. სხვათა შორის, ბარნი ფრიტზონი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მას, ისვე როგორც სხვა გუნდის მწვრთნელებს, 5 შეკითხვა დავუსვით.

- ბატონო ბარნი, რას იტყოდით B ჯგუფის შესახებ?

- მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდება, ამიტომაც ყველა ჯგუფი ძლიერია. რაც შეეხება B ჯგუფს, საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდებია თავმოყრილი. უდაოდ ლიდერი კი გერმანიის ნაკრებია. ისინი ზოგადად ტურნირის ფავორიტებადაც მიმაჩნია. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფიდან ყველა გუნდს აქვს შანსი საუკეთესო 16-ეულში მოხვდეს.

- რას ფიქრობთ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე და ზოგადად რა იცით ქართულ ხელბურთზე?

- სიმართლე გითხრათ, თქვენი ასაკობრივი გუნდის შესახებ ამ ეტაპზე მწირ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ არის დრო და მათი თამაშის სტილს აუცილებლად შევისწავლით.

რაც შეეხება ქართულ ხელბურთს, ვიცი რომ ტრადიციები ნამდვილად გაქვთ. ისე, ისლანდიაში, საკმაოდ ძლიერი ქართველი გოლკიპერი როლანდ ერაძე თამაშობდა და მისგან ვიცი, რომ ქართველებს საკმაოდ დიდი ისტორია გაქვთ სპორტის ამ სახეობაში და რა თქმა უნდა შინაურ კედლებში ეცდებით ჯგუფური ეტაპის გადალახვას. (როლანდ ერაძე, სხვათაშორის, ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელო სტაფშია და თბილისში ჩამოდის - რედ.)

- როგორ შეაფასებდით ისლანდიის ნაკრების შანსებს?

- ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ თბილისში საბრძოლველად მოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ელის და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.

- როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი?

- გეგმაზომიერა და ნაყოფიერად. იმედი მაქვს 8 აგვისტოსთვის იდეალურ ფორმაში ვიქნებით.

- დაასახელეთ 3 ნაკრები, რომლებსაც ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

- ვფიქრობ, ხორვატია, გერმანია და საფრანგეთი ამ ტურნირის აშკარა ფავორიტები არიან.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

მთავარ დარბაზში

8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

15 აგვისტო. დასვენების დღე

16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

17 აგვისტო. მეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

20 აგვისტო, ფინალები.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.079929