ფეხბურთი

15:00 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ლოს ანჯელეს გალაქსთან" მოგებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბს არც კი უფიქრია კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე, რადგან პორტუგალიელის დაბრუნება შეუძლებელია.

"არასდროს გვიფიქრია კრიშტიანუს ტრანსფერზე, რადგან იგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ეკონომიკურად ძლიერი "რეალისთვის". ჩვენ ვერ მოვძებნით მიზეზს თუ რატომ უნდა დატოვოს რონალდუმ კლუბი. არ ვაპირებ ჩემი კლუბის დრო დავხარჯო ისეთ ფეხბურთელებზე რომელთა ტრანსფერი შეუძლებელია." - ციტირებს Goal-ი პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს.

ფაქტობრივად ამ კომენტარით მოურინიომ ბოლო მოუღო რონალდუს "წითელი ეშმაკების" რიგებში დაბრუნების ჭორებს. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა "მანჩესტერში" 6 სეზონი გაატარა და 2009 წელს მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.

0.109264