ფეხბურთი

13:32 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” – “ყარაბაღს” სერბები იმსაჯებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას “სამტრედიასა” და “ყარაბაღს” შორის სერბ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი სრდან იოვანოვიჩი იქნება, ხოლო მას მილან მიხიალოვიჩი და უროშ სტოიკოვიჩი დაეხმარებიან. რაც შეეხება მეოთხე მსაჯს, ისიც სერბია – მარკო პოპოვიჩი.

შეგახსენებთ, “სამტრედია” “ყარაბაღს” 18 ივლისს, “დინამო არენაზე” დაუხვდება. პირველი მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონს 5:0 აქვს მოგებული.

0.121052