ფეხბურთი

11:35 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" და "რომა" ფასიოს ტრანსფერზე მორიგდნენ

არგენტინელი მცველი ფედერიკო ფასიო კარიერას "რომაში" გააგრძელებს. როგორც "ტოტენჰემის" ტვიტერის გვერდი იუწყება, იტალიურ კლუბთან შეთანხმება შედგა და სამხრეთამერიკელი "მგლების" სრულუფლებიანი წევრი გახდა. ფასიო "რომაში გასული სეზონში იჯარის წესით თამაშობდა.

"მამლებმა" ფასიო 2014 წელს "სევილიადან" დაიმატეს, ხოლო წელიწადნახევარში კვლავ ანდალუსიურ გუნდში გაანათხოვრეს. 2016 წელს ფედერიკო "რომაში" მოხვდა და კარგი სეზონიც ჰქონდა. იტალიური გუნდის მაისურით არგენტინელმა მცველმა 48 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და წითელი ბარათი არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132419