ფეხბურთი

10:21 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ნოლიტო "სევილიაში" გაუშვა

ესპანელი შემტევი ნოლიტო კარიერას "სევილიაში" გააგრძლებებს. როგორც ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერელებმა ტრანსფერიდან 9 მილიონი ევრო მიიღეს.

ესპანელი "მანჩესტერ სიტიში" 2016 წელს "სელტადან" 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა პეპ გვარდიოლას იმედები ვერ გაამართლა. ნოლიტომ ინგლისური გუნდის მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113069