სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

23:59 | 15.07.2017 | ნანახია 2858 - ჯერ

ლეგიონი: სირბილაძის გოლი, ლობჟანიძისა და ტაბიძის დებიუტი

ფინეთში, იუკონენ ლიგაში (რანგით მეორე) ირაკლი სირბილაძის "კოკოლამ" სტუმრად 1:0 სძლია "გნისტანს" და ეს ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა მიითვალა 43-ე წუთზე. სირბილაძემ წინა ტურშიც გაიტანა. მისი გუნდი ლიდერობს და უმაღლესში გადასვლას უმიზნებს.

დანიაში დაიწყო ჩემპიონატი. საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად 0:0 ითამაშა "სონდერისკესთან". ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ეს საბას პირველი ოფიციალური მატჩი იყო დანიურ კლუბში.

ყაზახეთში ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" 2:0 სძლია "აკჟაიკს" და მეოთხე საფეხურზეა. ნიკამ შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტური: "უფამ" სტუმრად 1:0 აჯობა "ტოსნოს" და მოგებულთა შორის ჯიმი ტაბიძემ 90 წუთი ითამაშა. "ურალი"-"როსტოვი" 1:1 დასრულდა, გიორგი ჭანტურია კი სათადარიგო იყო. ჭანტურიამ მძიმე ტრავმა მოირჩინა და ჯერ ფორმაში არაა.

რუსეთის პირველ დივიზიონში კი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ორენბურგი" 0:1 დამარცხდა მოსკოვის "სპარტაკი-2"-თან.

შვედეთში მე-15 ტური გაიმართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნამ", რომლმაც 2:1 სძლია "კალმარს". ცისკარიძემ მარცხენა მცველის პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა. "ესკილსტუნა" ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:33 | 16.07.2017
KD (66)

ერთი რომ ბეგლარიშვილზეც დაგეწერათ, არ იქნებოდა ურიგო.. სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ესტონეთში და გოლიც გაიტანა წინა ტურში კიდევ.. 20 ტურში 10 გოლი და 14 საგოლე პასი აქვს.. ბევრი გვყავს ამაზე ძლიერი, მისი ეს წარმატება არაფრად რომ ჩავადგდოთ? კარგით რაა

14:47 | 16.07.2017
სავაშა__ (6252)

რათქმაუნდა ბევრი გვყავს მაგაზე მაგარი. ესტონეთში თამაშობს და ეგ სტატისტიკა არაფერს არ ნიშნავს.

14:53 | 16.07.2017
KD (66)

ესტონეთის უმაღლესი აღარ სჯობს ფინეთის მეორე ლიგას განა?

15:23 | 16.07.2017
სავაშა__ (6252)

არც სირბილაძეზე არ უნდა იწერებოდეს. მაგათზე სტატიის წერა იგივეა ევროპაში მოსაპარად წასულ ტიპებზე რომ წერონ აი გონში არ არიან და ტყუილად წერენ. ნაკრებში ზამენაზე მოხვედრაც არ ეჯღანებათ

16:24 | 16.07.2017
KD (66)

მასე უფრო სწორი საქციელი იქნებოდა.. მაგრამ არც კვეკვესკირზე უნდა წერონ მაშინ, რა ყაზახეთი და უზბეკეთი თუნდაც, მაგრამ ვაი რომ არ გვყავს ხალხი ნორმალურ ლიგაში
ვაფშე ქართულ ფეხბურთზე არ უნდა წერონ

13:47 | 18.07.2017
iceman (1119)

ვერ დაგეთანხმები ყაზახეთის ჩემპიონატში დიდი ფული ტრიალებს და ბევრად აღემატება ესტონეთის ჩემპიონატს.

09:14 | 16.07.2017
sabonis (6923)

დაწყება ყოველთვის კაი გქონდა თემურ და ახლა რა დაგემართა. სამაგიეროდ იმედია ახლა ადრინდელისგან განსხვავებით გაგრძელება გამოგივა.DD

01:06 | 16.07.2017
ilia_juventus (886)

ხორუმს მოუხდებოდა

15:19 | 16.07.2017
ogafa (4722)

00:54 | 16.07.2017
O. Mertskhali (875)

ვაა, რა ფოტოა!

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.108615