ფეხბურთი

22:57 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ბერტოლაჩი "ჯენოაში" გაანათხოვრა

"მილანის" იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ჯენოაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გენუური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

"რომას" აკადემიის აღზრდილი ბერტოლაჩი "ჯენოამ" პირველად 2012 წელს დაიმატა. ანდრეამ სამი სეზონი ითამაშა გენუური გუნდის მაისურით და 90 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. შემდეგ იტალიელი "რომამ" გამოისყიდა და ეგრევე "მილანში" გაუშვა. გასულ სეზონში ნახევარმცველი ტრავმამ გააწამა და მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111989