ავტოსპორტი

18:15 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მეხუთე ბრიტანული პოული

ლუის ჰამილტონმა საშინაო, რიტანული დიდი პრიზის კვალიფიკაცია ზედიზედ მესამედ, სულ კი მეხუთედ მოიგო და ამით ლეგენდარული ჯიმ კლარკის მიღწევა გაიმეორა. ეს ჰამილტონის 67-ე პოულ პოზიციაა, რაც ერთით ნაკლებია ფ1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პილოტის, მიხაელ შუმახერის რეკორდზე. ჰამილტონს შანსი აქვს, კლარკის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეოროს - ამისათვის, მან ბრიტანული დიდი პრიზი ზედიზედ მეოთხედ უნდა მოიგოს.

საკვალიფიკაციო რბოლის დასრულების შემდეგ, ჰამილტონის შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საქმე ისაა, რომ სტიუარდბი განიხილავდნენ მომენტს, რომლის დროსაც, რომენ გროჟანს სწრაფ წრეზე ხელი ნელა მავალმა ჰამილტონმა შეუშალა. ინციდენტის განხილვის შემდეგ, სტიუარდებს ჰამილტონი არ დაუჯარიმებიათ.

მეორე და მესამე დრო „ფერარის“ პილოტებს - კიმი რაიკონენს და სებასტიან ფეტელს აქვთ. ეს ამ სეზონში მესამე შემთხვევაა, როცა ფინელმა პილოტმა თანაგუნდელს კვალიფიკაციაში აჯობა. მათ უკან ჩამოიტოვეს „მერსედესის“ ვალტერი ბოტასი, რომელსაც სტარტზე მეცხრე პოზიციაზე დადგომა მოუწევს, რადგან მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფის შეცვლა გახდა საჭირო.

იმავე მიზეზით, სტარტზე ხუთ ადგილს კარგავს დანიელ რიკარდო, რომელსაც მეამე პრაქტიკის შემდეგ შეუცვალეს კოლოფი. ცნობისათვის, თუ მანქანაზე გადაცემათა კოლოფი ზედზედ ექვსი რბოლის გავლას ვერ შეძლებს, მაშინ მისი პილოტი სტარტზე ხუთი ადგილით უკან იწევს. რიკარდომ კვალიფიკაციაზე ყველაზე უარესი დრო აჩვენ, თუმცა ბოლო ადგილზე მაინც „ვერ“ დადგება. ეს პრეროგატივა ფერნანდო ალონსოს ეკუთვნის, რომელსაც სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, სტარტზე 30 ადგილის დაკარგვა უწევს. ანუ, ბოლო ადგილზე დადგება.

საინტერესოა, რომ „მაკლარენის“ ორივე პილოტმა შეძლო სესიის მეორე ნაწილში ასპარეზობა. ამასთან, სტოფელ ვანდოორნმა მესამე ნწილშიც იასპარეზა და საბოლოოდ მეცხრე დრო დააფიქსირა. თავის გამოიჩინა ნიკო ჰულკენბერგმაც, რომელმაც მე-6 დრო აჩვენა, რითაც მიგვანიშნა, რომ „რენო“ მოწინავეთა რიგებს უბრუნდება.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.600
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:27.147
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27.356
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:27.376
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:28.130
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:28.856
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:28.902
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:29.074
  9. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:29.418
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:29.549

- - - - - - - - - -

  1. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:30.193
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:30.355
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:30.600
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.368
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.482

- - - - - - - - - -

  1. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:42.573
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:42.577
  3. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.593
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:42.633
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.966
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116463