ფეხბურთი

17:32 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: “მეგონა, საფეხბურთო სამყარო ხუმრობდა”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ლეონარდო ბონუჩისრეზონანსულ ტრანსფერს გამოეხმაურა. ალექსი გაკვირვებული დარჩა მისი ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებით და თქვა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

“არ ველოდი, რომ ეს ყველაფერი გამოვიდოდა. თავიდან, როდესაც ჭორებიგავიგე, გავიფიქრე, რომ მწარედ ხუმრობდნენ, როგორც “იუვენტუსის” გულშემატკივრები, ისე სრულიად საფეხბურთო სამყარო, და ამას მე ვერ ვხვდებოდი”, - განაცხადა დელ პიერომ.

ლეონარდო ბონუჩი “ბებერი ქალბატონის” რიგებში 2010 წელს “ბარიდან” გადავიდა და მას შემდეგ შავ-თეთრი მაისური 319-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112582