ფეხბურთი

16:05 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსისა” და “იუვენტუსის” დავა მატიჩის ფასის თაობაზე

ლონდონის “ჩელსი” სერბი ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის თაობაზე “იუვენტუსთან” მოლაპარაკებებს მართავს.

“არისტოკრატებს” სურდათ, რომ მატიჩის და ალექს სანდროს ტრანსფერები გააერთიანებინათ, თუმცა “ბებერმა ქალბატონმა” სანდროს გაყიდვაზე უარი განაცხადა და მას შემდეგ “ლურჯებმა” მატიჩის ფასად 45 მილიონი ევრო დაასახელეს.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს ფასის შემცირებასთან იმედით მართავენ.

მანამდე მატიჩს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა ეს ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

“ჩელსი” სერბის პოზიციაზე მონაკოს ნახევარმცველის ტიემუე ბაკაიოკოს მოყვანას გეგმავს.

მატიჩმა გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა “ლურჯების” რიგებში და მის ანგარიშზე 2 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

0.114078