ფეხბურთი

14:32 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკაიოკო თითქმის “არისტოკრატია”

ლონდონის “ჩელსიმ” “მონაკოს” ნახევარმცველ ტიემუე ბაკაიოკოსთან შეთანხმებას მიაღწია და 22 წლის ფრანგი დღეს “არისტოკრატებთან” 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ 14 ივლისს ბაკაიოკომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, თუმცა მისმა აწ უკვე ყოფილმა გუნდმა “ლურჯებს” ახალგაზრდა მოთამაშეში თანხის დამატება მოსთხოვა.

ბაკაიოკოთი ასევე დაინტერესებული იყო “მანჩესტერ იუაიტედიც”, თუმცა “მონაკომ” მას თავიდანვე უარი უთხრა.

ტიემუე გასულ სეზონში გუნდს 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118505