სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

10:02 | 15.07.2017 | ნანახია 375 - ჯერ

15 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954. დაიბადა მარიო ალბერტო კემპესი. არგენტინის ნაკრების, “ინსტიტუტო დე კორდობას” (1970-73), “როსარიო სენტრალის” (1974-76), “ვალენსიას” (1977-81, 1982-84), “რივერ პლეიტის” (1981-82), “ერკულესის” (1984-86), ავსტრიული “ვიენას” (1986-87), “სანკტ-პელტენის” (1987-90) და “კრემზერის” (1990-92), ჩილეს “ფერნანდეს ვიალის” (1995) და ინდონეზიის “პელიტა იაიას” (1996) ფორვარდი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. გახდა არგენტინაში ჩატარებული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (6 გოლი). 1978 წელს დაასახელეს მსოფლიოსა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. 1980 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. არგენტინის ჩემპიონი (1981). ესპანეთის თასის მფლობელი (1978, 1979). 1977 და 1977 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. არგენტინის, ესპანეთის, ავსტრიისა და ჩილეს საფეხბურთო პირველობებზე ჩაატარა 505 მატჩი, გაიტანა 281 გოლი. მარიო კემპესმა 1983 წლის დეკემბერში თბილისში, მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ უეფას თასის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში იასპარეზა. მატჩი 0:0 დასრულდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902. ავსტრიაში მაღალმთიან ტრასებზე საავტომობილო რბოლა პირველად ჩატარდა. გამარჯვება ფრანგულ ფირმა “რენოს” მიერ გამოშვებულმა ავტომობილმა მოიპოვა.

1930. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში (ურუგვაი). ჯგუფური ეტაპი: არგენტინა-საფრანგეთი 1:0.

1930. ურუგვაიში მიმდინარე მსოფლიოს პირველ საფეხბურთო ჩემპიონატზე სამსაჯო კაზუსი მოხდა. ბრაზილიელმა არბიტრმა ალმეიდა რეგომ თამაში სასტარტო სასტვენიდან 84 წუთის გასვლის შემდეგ დაასრულა. ამის მიზეზი მსაჯის საათის გაფუჭება გახლდათ. ფრანგებმა მატჩის შეწყვეტა გააპროტესტეს. ისინი 0:1-ს აგებდნენ და შეხვედრის გაგრძელებას ითხოვდნენ. მატჩი მართლაც გაგრძელდა, თუმცა, ფრანგებმა ანგარიშის გაყაიმება ვერ მოახერხეს და 0:1 დამარცხდნენ. იმავე დღეს არგენტინელებს 27 წლისა და 267 დღის ასაკის სპეციალისტი ხუან ხოსე ტრამუტოლე (იგი არგენტინელთა ერთ-ერთი მტავარი მწვრთნელი იყო) ედგა სათავეში. მას შემდეგ მოყოლებული მუნდიალის მონაწილე არც ერთ გუნდს ასეთი ახალგაზრდა დამრიგებელი არ ჰყოლია.

1949. ჩეხოსლოვაკიელმა ჩოგბურთელებმა, იაროსლავ დრობნიმ (უიმბლდონის ტურნირის ფინალისტი) და ვლადიმერ ჩერნიკმა უარი თქვეს სოციალისტური ქვეყნის მოქალაქეობაზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ.

1952. სსრკ ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ჰელსინკის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე საბჭოელებმა ბულგარეთის გუნდი დაამარცხეს (2:1).

1961. მოსკოვში პირველად ჩავიდნენ აშშ-ის მძლეოსნები. მათ მონაწილეობა მიიღეს სსრკ-აშშ-ის ნაკრებთა მატჩში. მანამდე აღნიშნული პაექრობა აშშ-ში ტარდებოდა.

1966. მსოფლიოს მერვე ჩემპიონატი ფეხბურთში (ინგლისი). ჯგუფური ეტაპი: ურუგვაი-საფრანგეთი 2:1; ესპანეთი-შვეიცარია 2:1; ჩილე-ჩრდილოეთ კორეა 1:1.

1967. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში გდრ-ს ოლიმპიურ ნაკრებთან 0:2 წააგო. თამაში ქალაქ როსტოკში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა (რეხვიაშვილი), ჭელიძე, შერგელაშვილი, პეტრიაშვილი, კუტივაძე (ასათიანი), გ. სიჭინავა, იამანიძე, მეტრეველი, მაისურაძე (ხუციშვილი), მესხი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1970. ქალ ფეხბურთელ ნაკრებებს შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი, დანიის გუნდი გახდა. სკანდინავიელებმა ფინალში იტალიას 2:0 მოუგეს.

1980. თბილისის “დინამომ” ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. გუნდმა გადამწყვეტ მატჩში, რუმინეთის ნაკრებს 2:0 მოუგო. გოლები ვიტალი დარასელიამ და ვაჟა ჟვანიამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, კოსტავა (მელიქია), ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია (ჟვანია), ჭილაია, მინაშვილი, ჯოხაძე, თავაძე, კაკილაშვილი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

2001. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგში ადგილობრივ ეროვნულ გუნდს 3:0 სძლია. ქართველთაგან ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ, ერთი რატი ალექსიძემ გაიტანა. საქართველო: გვარამაძე (ლომაია), საჯაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, გახოკიძე (შაშიაშვილი), ქემოკლიძე, ცქიტიშვილი, ალექსიძე, დემეტრაძე (ასათიანი), ჯამარაული (კაპიტანი), ბურდული (ონიანი). ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.

2005. სამხრეთ ამერიკაში, ლიბერტადორესის თასის მფლობელი ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი “სან პაულუ” გახდა.

2007. ვენესუელაში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშების (“კოპა ამერიკა”) ფინალში, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა არგენტინის ნაკრები დაამარცხა (3:0) და საპატიო პრიზს დაეუფლა. მატჩი მარაკაიბოში ჩატარდა.

2008. თვითლიკვიდაცია გამოაცხადა საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის “ტორპედომ”.

2008. ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2008. “მილანმა” 22.5 მილიონ ევროდ რონალდინიო იყიდა.

2009. ლიბერტადორესის ფინალის განმეორებით მატჩში არგენტინულმა “ესტუდიანტესმა” გასვლაზე ბრაზილური “კრუზეირო” 2:1 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა) და 39 წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ მოიპოვა საპატიო პრიზი.

ამ დღეს დაიბადნენ

1910. ენრიკე გვაიტა. არგენტინელი ფორვარდი, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა მიიღო და 1934 წელს “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1935 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. თამაშის აგრესიული მანერის გამო იტალიელმა “ტიფოზებმა” “შავი პირატი” შეარქვეს. მოგვიანებით არგენტინის ნაკრებს დაუბრუნდა და მის შემადგენლობაში 1937 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ არგენტინის ერთ-ერთ ქალაქში საპყრობილეს უფროსად მუშაობდა.

1930. ვლადიმირ კუზინი. პირველი საბჭოთა მოთხილამურე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1938. გურამ ცხოვრებოვი. ფეხბურთის თამაში დაიწყო ცხინვალში 1955 წელს. ორი წლის შემდეგ თბილისის “დინამოში” მიიღეს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში არ გამოსულა. 1958 წელს მიიწვიეს ქუთაისის “ტორპედოში”. ამ გუნდთან ერთად A კლასში გადასვლის უფლება მოიპოვა. 1964 წლიდან დაუბრუნდა თბილისის “დინამოს,” რომლის რიგებში გამოდიოდა 1970 წლამდე. საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 151 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. აგრეთვე ითამაშა სსრკ თასის გათამაშების 12 და საერთაშორისო 16 შეხვედრაში. დაჯილდოვებულია საკავშირო პირველობის ოქროსა (1964) და ბრინჯაოს (1967) მედლებით. 1967 წელს შეიყვანეს სსრკ ნაკრებში და 7 შეხვედრაში დაიცვა მისი ღირსება. შედიოდა “33 საუკეთესოთა” შორის. ღირსების ორდენის კავალერი. გურამ ცხოვრებოვი 1998 წელს გარდაიცვალა.

1946. დიტერ ჰერცოგი. Gგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი. მუნდიალზე ჩაატარა 2 მატჩი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი.

1948. ენრიკე ბაზალიო. პირველი ქალი, რომელმაც სტადიონზე ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო. ეს 1968 წელს, მეხიკოში “აცტეკაზე” მოხდა.

1954. მარიო ალბერტო კემპესი. არგენტინის ნაკრების, “ინსტიტუტო დე კორდობას” (1970-73), “როსარიო სენტრალის” (1974-76), “ვალენსიას” (1977-81, 1982-84), “რივერ პლეიტის” (1981-82), “ერკულესის” (1984-86), ავსტრიული “ვიენას” (1986-87), “სანკტ-პელტენის” (1987-90) და “კრემზერის” (1990-92), ჩილეს “ფერნანდეს ვიალის” (1995) და ინდონეზიის “პელიტა იაიას” (1996) ფორვარდი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. გახდა არგენტინაში ჩატარებული მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (6 გოლი). 1978 წელს დაასახელეს მსოფლიოსა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 20 გოლი. 1980 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. არგენტინის ჩემპიონი (1981). ესპანეთის თასის მფლობელი (1978, 1979). 1977 და 1977 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. არგენტინის, ესპანეთის, ავსტრიისა და ჩილეს საფეხბურთო პირველობებზე ჩაატარა 505 მატჩი, გაიტანა 281 გოლი. მარიო კემპესმა 1983 წლის დეკემბერში თბილისში, მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ უეფას თასის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში იასპარეზა. მატჩი 0:0 დასრულდა.

1956. კეტი კრეინერი. კანადელი სამთო მოთხილამურე. გიგანტურ სლალომში მოიგო 1976 წლის ოლიმპიადა.

1972. ხალიდ რივზი. “დალას მავერიკსისა” და “ნიუ ჯერსი ნეთსის” გამთამაშებელი (193 სმ).

1974. ოსკარ ერბა. ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი (199 სმ). ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ფინალისტი.

1976. მარკო დი ვაიო. იტალიის ნაკრების, “ლაციოს,” “ვერონას,” “ბარის,” “სალერნიტანას,” “პარმას” და “იუვენტუსის” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1912. ფრანსისკუ ლაზარო. პორტუგალიელი სტაიერი. გარდაიცვალა 21 წლის ასაკში.

1965. მაქს ვურნემი. სამოყვარულო სტატუსით გამოდიოდა “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტიში”. 1922 წელს ინგლისის ნაკრებში ჩაატარა ორი მატჩი. 1921 წელს კი, ლისეტთან წყვილში გაიმარჯვა უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე. გარდაიცვალა 72 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080593