ისტორია

12:59 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯენგიზ უნდერი "რომას" ფეხბურთელია

იტალიურმა “რომამ” იმედისმომცემი თურქი ნახევარმცველი ჯენგიზ უნდერი გაიფორმა. ამის შესახებ “ჯალოროსის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ამ დროისთვის ტრანსფერის ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

ჯენგიზ უნდერმა გასული სეზონი თურქეთის ვიცე-ჩემპიონ “ბაშაკშეჰირში” გაატარა. ამ გუნდის ღირსება მან 43 მატჩში დაიცვა და 9 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ თურქი ფეხბურთელის შეძენა ინგლისურ “ლივერპულსაც” სურდა, მაგრამ მან იტალიაში გადაბარგება ამჯობინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104351