ფეხბურთი

20:20 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “სიტიმ” უოლკერი გაიფორმა

ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი კაილ უოლკერი კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. ამის შესახებ “ქალაქელების” ოფიციალური ვებგვერდი წერს.

27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბში 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კაილის სანაცვლოდ “ტოტენჰემი” 56.7 მილიონ ევროს მიიღებს.

უოლკერი “ტოტენჰემის” ღირსებას 2009 წლიდან იცავდა და 228 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108804