ფეხბურთი

20:05 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბონუჩი “მილანის” ფეხბურთელი და ახალი კაპიტანია

ბედნიერ დასაწყისს ბედნიერი დასასრული აქვს. ლეონარდო ბონუჩი “მილანის” ფეხბურთელი და მომავალი კაპიტანია. იტალიელმა მცველმა “როსონერისთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და “შავ-წითლების” შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კლუბებს შორის შეთანხმებას 1 დღე-ღამე დასჭირდა და უცნაურია, თუმცა, ბონუჩი უკვე “შავ-წითელია”. მისი ტრანსფერი “მილანს” 40 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115037