სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

16:42 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანია სიკვდილის ჯგუფზე არ წუწუნებს
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი: დარჩა 25 დღე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმართება ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში მსოფლიოს უძლიერესი 24 გუნდის მონაწილეობით. დღეიდან გაგაცნობთ მონაწილე გუნდბს, რომელთა მწვრთნელებსაც 5 ერთნაირ შეკითხვას დავუსვამთ.

- კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორაცია გაქვთ?

- თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი ნაკრების შანსებზე რას იტყოდით?

- მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ხართ?

- თქვენი აზრით, რომელ გუნდებს აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი?

ვიწყებთ დანიის ნაკრებით, რომელიც ამ ასაკობრივ კატეგორიაში სამჯერ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი - 2007, 2011 და 2013 წლებში. დანია სიკვდილის ჯგუფად შერაცხულ A ჯგუფში მოხვდა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, ეგვიპტესთან და ბაჰრეინთან ერთდ.

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს დანიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კლაუს ჰანსენთან, რომელსაც იქაური ხელბურთის ფედერაციის დახმარებით დავუკავშირდით.

- კმაყოფილი ხართ წილისწყრის შედეგებით?

- გაგვიმართლაო, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ასარჩევად რომ გქვონოდა საქმე, A ჯგუფს არ გავეკარებოდით, თუმცა წუწუნსაც არ ვაპირებთ. ვეცდებით ჯგუფური, ეტაპის მატჩები კარგად ჩავატაროთ და რაც შეიძლება უკეთესი ადგილი დავიკავოთ. თუ ასე მოხდა, მაშინ მეოთხედფინალში გასვლის შესანიშნავი შანსებიც გვექნება.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორაცია გაქვთ?

- უნდა ვაღიარო, რომ ქართულ ხელბურთს კარგად არ ვიცნობ და შესაბამისად თქვენი ასაკობრივი გუნდების თაობაზეც ცოტა რამ ვიცი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მკვეთრად ორიენტირებული ვარ დანიელი ახალგაზრდების სპორტულ მომავალზე. რაც შეეხება თვითონ საქართველოს, ვიცი რომ ულამაზესი ქვეყანაა საინტერესო ისტორიით.

- თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე დანიის ნაკრების შანსებზე რას იტყოდით?

- რთული სათქმელია. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ, მაგრამ უპირველესი ამოცანა მაინც ის არის, რომ ამ პატარა ბიჭებმა საერთაშორისო ტურნირების გამოცდილება მიიღონ, რათა შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ. ჯგუფურ ეტაპზე იოლი მატჩები არ გველის, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვი. ყველაფერი შეძლება მოხდეს.

- მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ხართ?

- სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს არ გავდივართ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ზოგადი მიზანია მოვამზადოთ მოთამაშეები ეროვნული ნაკრებისთვის. თბილისში ჩამოსვლამდე ვაპირებთ საწვრთნელი შეკრება გავიაროთ გერმანიაში, სადაც 3 მატჩს ჩავატარებთ. გარდა ამისა მონაწილეობას მივიღებთ სკანდინავიის ღია ჩემპიონატში. ამასობაში კი საქართველოში გამომგზავრების დროც მოვა.

- თქვენი აზრით, რომელ გუნდებს აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი?

- არაევროპულ გუნდებს ნაკლებად ვიცნობ. ვფიქრობ, ჩემპიონატის მოგების რეალური კანდიდატები არიან საფრანგეთი, გერმანია და ხორვატია.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: http://handballgeo2017.com/ka/

ხელბურთი. ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

მთავარ დარბაზში:

8 აგვისტო: 10:00 საფრანგეთი-ბაჰრეინი 12:00 დანია-ეგვიპტე 21:00 შვედეთი-ნორვეგია

10 აგვისტო: 16:00 ბაჰრეინი-დანია 18:00 ნორგეგია-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-შვედეთი

11 აგვისტო: 14:00 ბაჰრეინი-ნორვეგია 16:00 საფრანგეთი-ეგვიპტე 20:00 დანია-შვედეთი

13 აგვისტო: 16:00 დანია-ნორვეგია 18:00 შვედეთი-საფრანგეთი 20:00 ეგვიპტე-ბაჰრეინი

14 აგვისტო: 14:00 საფრანგეთი-დანია 16:00 ნორვგია-ეგვიპტე 20:00 შვდეთი-ბაჰრეინი

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

15 აგვისტო: დასვენების დღე

16, 17 აგვისტო: მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები

20 აგვისტო, ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114876
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X