ფეხბურთი

20:40 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი “რეალში”

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დანი სებალიოსი მადრიდის “რეალში” ჩაირიცხა. როგორც “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ახალწვეულის წარდგენა 20 ივლისს გაიმართება, მერე კი 20 წლის ნახევარმცველი ახალ თანაგუნდელებს ამერიკაში შეკრებაზე შეუერთდება.

ესპანური გამოცემების ცნობით, “რეალი” სებალიოსის ტრანსფერის სანაცვლოდ “ბეტისს” 15 მილიონ ევროს გადაუხდის და ახალგაზრდა ფეხბურთელთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დანი სებალიოსი “ბეტისის” ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 98 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გასულ თვეში პოლონეთში გამართულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ის ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალა იყო, გუნდის ფინალში გასვლაში დიდი წვლილი დაიდო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114922