ფეხბურთი

18:15 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” თურქი დიბალათი გაძლიერდება

“ლივერპული” ახალგაზრდა თურქი ტალანტით, ჯენგიზ უნდერით აპირებს გაძლიერებას. კლუბის ხელმძღვანელები სტამბოლში იყვნენ ჩასულები და იმედისმომცემ 20 წლის ნახევარმცველს მალე გაიფორმებენ.

ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, “ბაშაქშეჰირი” ახალგაზრდა ნახევარმცველში 16 მილიონ ევროს ითხოვდა, “წითლებმა” კი 13 მილიონი ევრო და 3 მილიონი ბონუსის სახით შესთავაზეს, რაზეც თურქული მხარე თანახმაა.

აღსანიშნავია, რომ ჯენგიზ უნდერს ძალიან ამსგავსებენ პაულო დიბალას.

“ლივერპულის” გარდა, ჯენგიზით “მანჩესტერ იუნაიტედიც” იყო დაინტერესებული, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113608