ფეხბურთი

12:49 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩის “მილანთან” რამდენიმე საათი აშორებს

იტალიური “მილანი” ნოყიერი ტრანსფერის მოლოდინშია. ამჯერად “როსონერიში” არც მეტი, არც ნაკლები, ტურინის “იუვენტუსის” მცველ ლეონარდო ბონუჩის ელიან.

მოლაპარაკებები იტალიელის აგენტსა და “შავ-წითლების” ხელმძღვანელობას შორის დასრულდა და შეთანხმება მიღწეულია. “ბებერი ქალბატონი” აღნიშნულ ტრანსფერში 40 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ბონუჩი - ხელფასის სახით წელიწადში 6,5 მილიონ ევროს.

ბონუჩის ტურინიდან წასვლასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი გავრცელდა, თუმცა ყველაზე აქტიურად მისი კლუბის დატოვების მიზეზად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მასიმილიანო ალეგრისთან მომხდარ შელაპარაკებას ასახელებენ.

ლეონარდო ბონუჩის მილანში დღის ბოლომდე ელიან და ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი კლუბთან ერთად ჩინური ტურისთვის დაიწყებს მზადებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109069