ფეხბურთი

13:44 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაული “რეალში” მუშაობას 21 ივლისიდან შეუდგება

მადრიდის “რეალში” რაულ გონსალესის შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი “სამეფო კლუბში” გენერალური დირექტორის თანაშემწის პოსტს დაიკავებს და მუშაობას 21 ივლისიდან შეუდგება. რაული გუნდს ამერიკაში დაგეგმილ შეკრებაზე შეუერთდება.

გენერალური დირექტორის ახალი თანაშემწის უმთავრესი ფუნქცია ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის სათანადო კავშირის უზრუნველყოფა იქნება.

რაული “რეალის” ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა. გუნდთან ერთად 6-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ თასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. “სამეფო კლუბის” მაისურით ჩაატარა 550 მატჩი და გაიტანა 228 გოლი. 2003 წლიდან გუნდის კაპიტანი იყო. “რეალიდან” წასვლის შემდეგ რაულმა გერმანიაში, ყატარში და აშშ-ში ითამაშა. ფეხბურთელის კარიერა 2 წლის წინ “ნიუ იორკ კოსმოსში” დაასრულა.

თეგებირაულირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110796