ფეხბურთი

1:45 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სემედუ “ბარსელონაში” ითამაშებს

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კატალონიურმა გრანდმა და “ბენფიკამ” მარჯვენა მცველის ნელსონ სემედუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერას “ნოუ კამპზე” განაგრძობს.

23 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შემდეგ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “ბენფიკას” ბიუჯეტი კი 30 მილიონი ევროთი შეივსება.

სემედუ პორტუგალიური გრანდის ძირითად გუნდში 2015 წელს გამოჩნდა. მან გასულ სეზონში “არწივების” მაისური 47-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113345