სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

0:20 | 14.07.2017 | ნანახია 2511 - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლის” შეკრებაზეა, თუმცა ტრავმირებული

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე “ემპოლის” შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა ისევ ტრავმირებულია. Empolichannel.it-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს გასული სეზონის მიწურულს, “მილანთან” მიღებული ტრავმა ისევ აწუხებს და ამიტომაც, ტოსკანელთა პირველი ამხანაგური მატჩები და იტალიის თასის შეხვედრა გაუცდება.

ამავე წყაროს ცნობით, არც ისაა გამორიცხული ლევანმა “ემპოლი” დატოვოს. როგორც ცნობილი ხდება, კლუბი ყველა წინადადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. და მაინც, არც ისაა გამორიცხული, რომ მჭედლიძემ მომავალი სეზონიც “ემპოლიში” დაჰყოს.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძეს გასულ სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. ამის გამო მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 6 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:00 | 14.07.2017
empoli (742)

რაც არიცით ის არ უნდა წეროთ რა ტრამვა რის ტრამვა.

14:39 | 14.07.2017
კორბენიკ დალასიანი (8072)

სერგიენკოს "ემპოლის" ოფისში სამადლობელი წერილი გაუგზავნია, საქართველოს მოქალაქის მიმართ წლების მანძილზე გამოჩენილი ზრუნვისა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების გამო DDDDDDDDD

15:17 | 14.07.2017
BEERTRANCE (94329)

DDDDDDDDDDDDDDDDD

11:35 | 14.07.2017
ika_juve (1730)

რაც ემპოლიმ მაას უმკურნალა სანთელი აქ ასანთები მაგათ სახელზე

11:28 | 14.07.2017
იკა..იუვე..10 (3721)

იქნებ მართლა ჯობია გარემო შეიცვალოს, ან ემპოლი რატო აჩერებს გუნდში, ან ლევანს რატომ აწვალებს.. სუფთა მაზოხისტების გუნდია )

11:16 | 14.07.2017
crmefe (136)

სულ ტრავმა როგორ აქ ამას

10:40 | 14.07.2017
ceri (89)

Irinia am shemtxvevashi sashinelebaa, ra qnas arc tviton unda es tramvebi.

10:32 | 14.07.2017
lagashi (1626)

წავიდეს სადმე დაბალი დონის ჩემპში, იქნებ ნაკლები დატვირთვა ჰქონდეს ძვლებზე და ითამადოს გადაბმულად 5 მატჩი მაინც

12:12 | 14.07.2017
iceman (1112)

ჩემი აზრით პირიქით რომელიმე ტოპ კლუბს დახატავდა. სეზონში მაინც მახსიმუმ 15 თამაშს თამაშობს მაგრამ მაღალ დონეზე ხოდა ვთვათ ბაიერნში 15 თამაში რომ ითამაშოს და 6-7 გოლი გაიტანოს სეზონში მემგონი არ იქნება ცუდი

12:17 | 14.07.2017
iceman (1112)

სადმე ისეთ გუნდში უნდა გაეძროს ჩემპონთა ლიგაზე რომ გამოდის, იასნია მთელი სეზონი ტრამვირებული იქნება მაგრამ რამდენიმე თამაშსს ითამაშებს და უეჭველი გაისვრის რომელიმე გრანდის კარში

09:41 | 14.07.2017
dinamo_tiflis (3390)

ამაზე სტატია უკვე აგრესიას იწვევს ხალხში

08:36 | 14.07.2017
batumeli fani (19)

კაცი ტრამვაა

02:23 | 14.07.2017
eke99 (952)

ეს იმენნა პაროდიაა ფეხბურთის ))))0 სულ ტრავმირებულია და უფრო მაგარი კომედია ისაა რომ ემპოლის ბომბარდირია წადი ბიძიკო ჯოკერი ითამაშე შეეშვი

00:52 | 14.07.2017
ბაგი-რეი (793)

გაზეთების გვერდის შესავსებათ თუ წერთ არ ვიცი, რა საჭიროა ამდენი ცრუ და სავარაუდო ინფორმაციის დაწერა?!

10:09 | 14.07.2017
shalva (2492)

მეც ეგ უნდა დამეწერა, ან გადავა ან დარჩებაო, ან ტრამვააქ ან არაო, რას წრენ თვითონ არ იციან

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.095332