ფეხბურთი

0:40 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო”: გლიკი 2021-წლამდე

“მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პოლონელმა ცენტრალურმა მცველმა კამილ გლიკმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და “ლუი მეორეზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

გლიკი “მონეგასკებს” გასულ ზაფხულს “ტორინოდან” შეუერთდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 53 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119029