ფეხბურთი

22:16 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-ს ფუტსალის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

თურქეთში მიმდინარე ფუტსალის ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ ქართველები. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ღირსებას იცავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ჯგუფში თსუ-ს მეტოქეები იყვნენ პორტუგალიის, უნგრეთის, თურქეთისა და საფრანგეთის საუნივერსიტეტო გუნდები. ჩემპიონატის გახსნით მატჩში თსუ-მა ანგარიშით 7:2 დაამარცხა მასპინძელი თურქები, ხოლო მეორე შეხვედრაში 5:2 სძლია უნგრელ გუნდს. ქართველებს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ პორტუს უნივერსიტეტის გუნდთან, თუმცა გუნდები ერთმანეთს მშვიდობით - 4:4 ანგარიშზე დაშორდნენ, ხოლო ბოლო ტურის მატჩში თსუ-ელებმა ფრანგებს 3:0 სძლიეს და ჯგუფიდან გამსვლელი ერთადერთი - პირველი ადგილი გაინაღდეს.

ქართველების მეტოქე 14 ივლისს გამოვლინდება. თსუ-ს პორტუგალიისა და პოლონეთის უნივერსიტეტებს შორის გამარჯვებული შეხვდება ნახევარფინალში, რომელიც 16 ივლისსაა დანიშნული. აქამდე ევროუნივერსიადაზე ყველაზე მაღალი შედეგი თსუ-ს ფუტსალის გუნდს ეკუთვნის, რომელმაც 2011 წელს, ესპანეთში გამართულ ევროპირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115773