ფეხბურთი

21:30 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიდიბემ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჯიბრილ სიდიბემ "მონაკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სიდიბე "მონაკოში" 2016 წელს "ლილიდან" მოხვდა და გასულ სეზონში 47 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ჯიბრილი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და მისი სატრანსფერო ღირებულება 2016/17 წლების სეზონში 10-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ეროვნულ გუნდში მცველს 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.112351