ფეხბურთი

12:44 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" სლოვენიური შეკრება "ზორიასთან" სპარინგით დაასრულა

თბილისის "დინამომ" სლოვენიურ შეკრებაზე 12 ივლისს, მესამე და ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისელებს მეტოქეობა უკრაინის ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა "ზორიამ" გაუწია, რომელიც ევროპა ლიგის თამაშებისთვის ემზადება.

შეხვედრა ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე აკაკი შულაიას მართებდა ანგარიშის გახსნა, მას შემდეგ რაც მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. დარტყმული ბურთი ანდრი ლუნინმა მოიგერია. ორ წუთში "ზორიას" მეკარემ უკვე ბაქარ ქარდავას დარტყმულისგან იხსნა საკუთარი კარი. მე- 20 წუთზე სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა "დინამოს" ლამაზი კომბინაცია იხილა, რომელშიც მიკიტა კოვტალიუკი და ლაშა ქოჩლაძე მონაწილეობდნენ. ქოჩლაძის დარტყმულს ლუგანსკელთა კიპერი ბოლო წამს მიწვდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 25-ე წუთზე უკვე ნუკრი რევიშვილს მოუწია თავისი ოსტატობის ჩვენება, როდესაც ლიუბენოვიჩის დარტმა კუთხურზე უკუაგდო. საპასუხოდ ჩვენმა გუნდმა სწრაფად შეუტია, მიხეილ ერგემლიძის დარტყმულს კი სიზუსზტე დააკლდა. 10 წუთში იმავე მიზეზით კოვტალიუკს არ გამოუვიდა დარტყმა. თუ არ ჩავთვლით ბოლო ხუთ წუთს პირველი ტაიმი მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და ბოლო წუთზე კოვტალიუკის სახიფათო დარტყმით დასრულდა.

მეორე ტაიმი "ზორიას" სახიფათო მომენტით დაიწყო, სიტუაცია შეცვლაზე შემოსულმა სერგეი ლიტოვჩენკომ განმუხტა. დინამოელთა შეტევა კოვტალიუკის საჯარიმოს ხაზთან წაქცევით დასრულდა, სახიფათო ჯარიმა კი თოთაძემ დაარტყა, ბურთი ლუნინმა მოიგერია. 53-ე წუთზე უკრაინელებმა კუთხური მოაწოდეს, რასაც ოლეკსანდრ სვატოკის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა 0:1. 61-ე წუთზე კი დინამოელთა შეტევა მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტი დარტყმით დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მანამდე ერგემლიძემ მარცხენა ფლანგზე ითამაშა კარგად და უკრაინელ ფორვარდს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. თბილისელებს ცოტახანში დაწინაურებაც შეეძლოთ, შულაიამ ცრუ მოძრაობით მეტოქის მცველი ჩამოიცილა, დარტყმული კი მეკარემ მოიგერია. ერგემლიძის გადაცემის შემდეგ ლილუაშვილის თავით დარტყმულიც აღსანიშნავია, ბურთი მცირედით აცდა მეტოქის კარს. ბოლო წუთზე უკვე დინამოელთა კარი გადარჩა გაშვებულ გოლს. ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ რაფაელმა ბურთი ხარიხას მოარტყა და მატჩიც ფრედ 1:1 დასრულდა. თბილისელები დღეს სამშობლოში დაბრუნდებიან, 21 ივლისს კი ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებენ.

დინამო - ზორია 1:1

გოლი: 0:1 სვატოკი 53, 1:1 კოვტალიუკი 61’

დინამო: რევიშვილი (ლიტოვჩენკო 46), გეგეჭკორი, ქაფიანიძე, სალუქავაძე, თოთაძე, ქარდავა (დარცმელია 80), ნინუა, შულაია, ერგემლიძე, ქოჩლაძე (გამცემლიძე 73), კოვტალიუკი (ლილუაშვილი 69)

ზორია: ლუნინი, ბაბენკო, ჰორდიენკო, კაბაევი, კამენიუკა, კოჩერგინი, ლიუბენოვიჩი, პრიიმა, პილიავსკი, ლეონიდასი, სვატოკი

"დინამოს" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109081